A-
A+
ქარ
Eng
დაირგო
0
0
0
0
0
0
0
ხე

კანონმდებლობა

დაცვის წესი

მუხლი 1

1. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები მათი ადგილმდებარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე იყოფა სამ კატეგორიად.

2. პირველ კატეგორია სგანეკუთვნება:

ა) ბაღების, პარკებისა და სკვერების ნარგავები;

ბ) ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული ნარგავები;

გ) პროსპექტების, გზატკეცილების, ცალკეული მაგისტრალებისა და ქუჩების ნარგავები;

დ) ნარგავები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც ნიადაგდამცავებსა და წყალმარეგულირებლებს;

ე) „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტური სგანვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხული მიწები, გარდა კერძო საკუთრებაში მყოფი მიწებისა.

3. მეორე კატეგორიას განეკუთვნება საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოებისა და ფაბრიკა-ქარხნების ტერიტორიებზე არსებული სპეციალური დანიშნულებისა და შეზღუდული სარგებლობის ნარგავები.

4. მესამე კატეგორიას განეკუთვნება ნარგავები, რომლებიც არ შედის პირველ და მეორე კატეგორიებში.

5. პირველი კატეგორიისთვის მიკუთვნებული, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში მყოფი, მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის გასხვისება, აგრეთვე მასზე მშენებლობის განხორციელება აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. მეორე და მესამე კატეგორიებისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისების, აგრეთვე მათზე მშენებლობის განხორციელების დროს შესაბამისი ორგანოების მიერ მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ არსებული მწვანე ნარგავები დაავადებულია, ხოლო ასეთი დაავადების არსებობა და მწვანე ნარგავების განკურნების შეუძლებლობა დადასტურებულია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ;

ბ) სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავები პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და სამშენებლო ტერიტორიაზე მათი დატოვება შეუძლებელს ხდის მშენებლობის განხორციელებას ან უშუალოდ აზიანებს აშენებულ კონსტრუქციას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მწვანენარგავების ჭრა დასაშვებია მხოლოდ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების საკომპენსაციო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

საქართველოს 2014 წლის 30 აპრილისკანონი №2317 - ვებგვერდი , 13.05.2014 .

მუხლი2

ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეში და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე აკრძალულია:

ა) მშენებლობა, გარდა მიჩენისა და სპეციალური მიზნით გამოყოფილ ტერიტორიებზე მშენებლობისა;

ბ) ხის ჭრა სამასალე მერქნის მიღების მიზნით, გარდა ხმელი, ხმობადი და ფუტურო საშეშე მერქნისა;

გ) პლანტაციური მეურნეობის წარმოება;

დ) (ამოღებულია);

ე) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით სარგებლობის ნებართვისგაცემა.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტისკანონი № 2791 - სსმ I, № 17 , 06 . 04 .20 10 ., მუხ . 98

მუხლი2.1

1. ქ. თბილისის ადმინისტრაციულსაზღვრებში (გარდა დაცული ტერიტორიებისა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება შეიქმნას განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დადგენილებას საქართველოს მთავრობა იღებს ქ. თბილისის მერის მიმართვის საფუძველზე, რომელიცშ ეთანხმებულია ქ. თბილისის საკრებულოსთან და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან.

3. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა დაცული ტერიტორიებისა) გარკვეული ტერიტორიისათვის განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭება დაიშვება მხოლოდ იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელთა ძირითადი მიზანია გამწვანებული ტერიტორიების დაცვა ან/და ტერიტორიების გამწვანება.

4. განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი სმქონე ტერიტორიის გამოყენების ნორმები, ამ ტერიტორიი სგაუმჯობესებისა და გაშენებისათვი საუცილებელი მოთხოვნები, ტერიტორიაზე გასაშენებელ მცენარეთა სახეობები, აგრეთვე ტერიტორიის საზღვრები და ფართობი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2010 წლის 12 თებერვლისკანონი № 2567 - სსმ I, №6, 2 2 . 02 .20 10 ., მუხ . 24

საქართველოს 2011 წლის 11 მარტისკანონი №4406 - ვებგვერდი ,17.03.2011 .

საქართველოს 2013 წლის 25 მარტისკანონი №4 75 – ვებგვერდი , 05.04.2013 .

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1030 – ვებგვერდი , 23.09.2013 .

თავი II. ქ. თბილისის საზღვრებშიდამიმდებარეტერიტორიაზეარსებულიმწვანენარგავებისდაზიანების, განადგურებისადაამოძირკვისშედეგადგარემოსთვისმიყენებულიზიანისანაზღაურებისწესი

მუხლი3

ამ კანონით დგინდება ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის, აგრეთვე მათი განზრახ დაზიანებისა და განადგურების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი და ოდენობა.

მუხლი4

1. მწვანე ნარგავის სახეობისა და ხის (ბუჩქის, ხვიარამცენარის) დიამეტრის მიხედვით განისაზღვრება მისი აღდგენითი ღირებულება ლარებში.

2. ხის (ბუჩქის, ხვიარამცენარის) დიამეტრი იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ისსიმაღლეზე.

3. აღდგენითი ღირებულებები დგინდება:

ა) ხე-მცენარეთა ფოთლოვანი, წიწვოვანიდახილ-კენკროვანი სახეობებისათვის;

ბ) ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეებისათვის.

მუხლი5

1. საქართველოს „წითელნუსხაში“ შეტანილისახეობებისათვის, აგრეთვე მაღალი ღირებულების ჯგუფის წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეებისათვის − მყრალი ღვია, აღმოსავლეთის ბიოტა, ელდარის ფიჭვი, შავი არყი, კავკასიური აკაკი, არმაზის შინდანწლა, ქართული თხილი, ჩვეულებრივი ხურმა, ქაცვი, ჭოროხის მუხა, ჰართვისის მუხა, აღმოსავლეთი სმუხა, წიფელი, ჩვეულებრივი ჯონჯოლი, ქართულითელა, ნამყენითუთა, თელამუში − აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება წლიური რგოლების რაოდენობის მიხედვით: წიწვოვანებისათვის მერქნის ერთი წლიური რგოლის ღირებულებაა 100 ლარი, ხოლო ფოთლოვანებისათვის − 50 ლარი.

2. დაბალი ღირებულები სჯგუფის ფოთლოვანსახეობათა ხე-მცენარეებისათვის – ჭადარი, ვერხვი (ყველასახეობის), ცხენისწაბლა, იფანი, ცაცხვი, ნეკერჩხალი (გარდა ქართული ნეკერჩხლისა), რცხილა, ჯაგრცხილა, აკაცია, აბრეშუმააკაცია, სოფორა, გლედიჩია, არღავანი, არყისხე, საპნისხე, კატალპა, კუნელი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება 1-ლი ცხრილის შესაბამისად:

ცხრილი1

მერქნისერთიწლიურირგოლისღირებულებაა 8 ლარი.

ხის დიამეტრისანტიმეტრებში

წლიურირგოლებისრაოდენობა

აღდგენითიღირებულება ლარებში

4 სმ-მდე, ჩათვლით

8

64

4,1–8 სმ

16

128

8,1–12 სმ

24

192

12,1–16 სმ

32

256

16,1–20 სმ

40

320

20,1–24 სმ

48

384

24,1–28 სმ

56

448

28,1–32 სმ

64

512

32,1–36 სმ

72

576

36,1–40 სმ

80

640

40,1–44 სმ

88

704

44,1–48 სმ

96

768

48,1–52 სმ

104

832

52,1–56 სმ

112

896

56 სმ-ისზევით

1000

3. წიწვოვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – კედარი (ყველასახეობის), ფიჭვი (ყველასახეობის), კვიპაროსი (ყველასახეობის), ცრუცუგა, სოჭი, ნაძვი (ყველასახეობის) – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-2 ცხრილის შესაბამისად:

ცხრილი2

მერქნისერთიწლიურირგოლისღირებულებაა 12 ლარი.

ხის დიამეტრი

სანტიმეტრებში

წლიურირგოლების

რაოდენობა

აღდგენითიღირებულება

ლარებში

4 სმ-მდე, ჩათვლით

8

96

4,1–8 სმ

16

192

8,1–12 სმ

24

288

12,1–16 სმ

32

384

16,1–20 სმ

40

480

20,1–24 სმ

48

576

24,1–28 სმ

56

672

28,1–32 სმ

64

768

32,1–36 სმ

72

864

36,1–40 სმ

80

960

40,1–44 სმ

88

1056

44,1–48 სმ

96

1152

48,1–52 სმ

104

1248

52,1–56 სმ

112

1344

56 სმ-ისზევით

1500

4. ხილ კენკროვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – მსხალი, ვაშლი, ბალი, ატამი, გარგარი, ალუბალი, ქლიავი, ლეღვი, შინდი, ტყემალი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-3 ცხრილის შესაბამისად:

ცხრილი3

ხის დიამეტრი

სანტიმეტრებში

აღდგენითი ღირებულება

ლარებში

4 სმ-მდე, ჩათვლით

25

4,1–8 სმ

35

8,1–12 სმ

45

12,1–16 სმ

55

16,1–20 სმ

65

20,1–24 სმ

75

24,1–28 სმ

85

28,1–32 სმ

95

5. ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეებისათვის – ღვია, ტუია, წყავი, ჭყორი, შტამპიანი ჩვეულებრივი კვიდო, მარადმწვანე კვიდო, მაჰონია, წითელფოთოლა კოწახური, მარადმწვანე კოწახური, იუკადიდებული – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-4 ცხრილის შესაბამისად:

ცხრილი4

ბუჩქის , ხვიარა მცენარის დიამეტრი

სანტიმეტრებში

აღდგენითი ღირებულება

ლარებში

4 სმ-მდე, ჩათვლით

45

4,1–8 სმ

75

8,1–12 სმ

80

12,1–16 სმ

85

16,1–20 სმ

90

20 სმ-ისზევით

150

6. ამ მუხლით განსაზღვრული ჯგუფებისათვის სხვა ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეების მიკუთვნებას ახორციელებს და ამტკიცებს ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური.

7. დარღვევის იურიდიული პირის მიერ ჩადენის შემთხვევაში იურიდიული პირი იხდის ამ მუხლის ცხრილებში მითითებული შესაბამისი აღდგენითი ღირებულების ორმაგ ოდენობას.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტისკანონი №4406 - ვებგვერდი ,17.03.2011 .

საქართველოს 2011 წლის 5 მაისისკანონი №4658 - ვებგვერდი ,13.05.2011 .

საქართველოს 2014 წლის 30 აპრილისკანონი №2317 - ვებგვერდი , 13.05.2014 .

მუხლი6

1. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები მათი ადგილმდებარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე იყოფა სამ კატეგორიად.

2. პირველ კატეგორია სგანეკუთვნება:

ა) ბაღების, პარკებისა და სკვერების ნარგავები;

ბ) ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული ნარგავები;

გ) პროსპექტების, გზატკეცილების, ცალკეული მაგისტრალებისა და ქუჩების ნარგავები;

დ) ნარგავები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც ნიადაგდამცავებსა და წყალმარეგულირებლებს;

ე) „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტური სგანვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხული მიწები, გარდა კერძო საკუთრებაში მყოფი მიწებისა.

3. მეორე კატეგორიას განეკუთვნება საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოებისა და ფაბრიკა-ქარხნების ტერიტორიებზე არსებული სპეციალური დანიშნულებისა და შეზღუდული სარგებლობის ნარგავები.

4. მესამე კატეგორიას განეკუთვნება ნარგავები, რომლებიც არ შედის პირველ და მეორე კატეგორიებში.

5. პირველი კატეგორიისთვის მიკუთვნებული, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში მყოფი, მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის გასხვისება, აგრეთვე მასზე მშენებლობის განხორციელება აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. მეორე და მესამე კატეგორიებისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისების, აგრეთვე მათზე მშენებლობის განხორციელების დროს შესაბამისი ორგანოების მიერ მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ არსებული მწვანე ნარგავები დაავადებულია, ხოლო ასეთი დაავადების არსებობა და მწვანე ნარგავების განკურნების შეუძლებლობა დადასტურებულია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ;

ბ) სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავები პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და სამშენებლო ტერიტორიაზე მათი დატოვება შეუძლებელს ხდის მშენებლობის განხორციელებას ან უშუალოდ აზიანებს აშენებულ კონსტრუქციას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მწვანენარგავების ჭრა დასაშვებია მხოლოდ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების საკომპენსაციო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

საქართველოს 2014 წლის 30 აპრილისკანონი №2317 - ვებგვერდი , 13.05.2014 .

მუხლი7

1. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების მიხედვით წესდება შესაბამისი შემასწორებელი კოეფიციენტები 2, 1,5 და 1, რომლებზედაც მრავლდება აღდგენითი ღირებულების თანხა და გამოითვლება მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. 2. ნარგავების უნებართვო განადგურების შემთხვევაში ზიანის ოდენობა განისაზღვრება აღდგენითი ღირებულების თანხის შესაბამის შემასწორებელ კოეფიციენტზე ნამრავლის ორმაგი ოდენობით. 3. ნარგავების უნებართვო განადგურებად ითვლება მათი განზრახ განადგურება ან ისეთი დაზიანება, რომელიც იწვევს ნარგავების ხმობას. 4. წიწვოვან სახეობათა ხე-მცენარეების ისეთი დაზიანების შემთხვევაში, რომელიც აქვეითებს მათ დეკორატიულ ღირსებას და იწვევს ხე-მცენარეების შემდგომი ზრდის შეჩერებას, ზიანის ოდენობ აშეესაბამება აღდგენითი ღირებულების თანხის 50%-ს. 5. საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში ხე-მცენარეების (გარდა ხილ-კენკროვანი სახეობებისა) უნებართვო განადგურების შემთხვევაში ზიანის ოდენობა განისაზღვრება აღდგენითი ღირებულების თანხის მესამე კატეგორიისათვის დაწესებულ შემასწორებელ კოეფიციენტზე ნამრავლის ოდენობით.

მუხლი8

1. ამ კანონის სმიზნებისათვის ქ. თბილისის საზღვრებად ითვლება ქ. თბილისის პერსპექტიული განვითარების მოქმედი გენერალური გეგმის შესაბამისად დადგენილი საზღვრები.

2. ქ. თბილისის მიმდებარე ტერიტორიად ითვლება ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრიდან შვიდკილომეტრიანი ზოლი.

თავი III. გარდამავალიდადასკვნითიდებულებანი

მუხლი9(ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 75 – ვებგვერდი , 05.04.2013 .

მუხლი10

ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი ,

2000 წლის 10 ნოემბერი .